Wednesday, May 26, 2010

ქალაქ ხაშურის კულტურული ძეგლები

    დღევანდელი  ხაშურის ტერიტორიაზე   მატერიალური კულტურის არაერთი  მნიშვნელოვანი  ძეგლი გვხვდება. საკუთრივ ისტორიული ხაშურის მატერიალური კულტურის ძეგლები თავმოყრილია  ძირითადად მის ძველ უბანში, დღევანდელი 9 აპრილის ქუჩის მიდამოებში. კულტურულისტორიული ძეგლები გვხვდება ხაშურის  დღევანდელ უბნებშიც გორათზე, შინდარასა და ჭალის უბანში.

    ძეგლების უმეტესობას ეკლესიები წარმოადგენს. შევეხოთ თითოეული მათგანის ისტორიას და არქიტექტურულ იერსახეს.

     წმინდა მარინეს ეკლესია მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდ. სურამულას მარცხენა სანაპიროზე. აქ 1889 წლამდე  ხაშურის ძველი სასაფლაოც იყო  მოწყობილი.  ზემო ჭალის  წმ. ნიკოლოზის ეკლესიის  დავთრის ჩანაწერების თანახმად, 1858-1859 წლებში  ხის ეკლესიის ადგილას აუშენებიათ  ქვითკირის შენობა,  რომელმაც ჩვენს დრომდე დაზიანებულმა მოაღწია,  არ ჰქონდა სახურავი და  გალავანი.

     რაც შეეხება მანამ არსებულ ეკლესიას, საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში  ნათქვამია,  რომ იგი აუგიათ  XVI-XVII საუკუნეებში, შეუკეთებიათ გვიან  ფეოდალურ ხანაში.

            წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია              









ეკლესია დარბაზური ნაგებობაა(10,4+6) რომელიც აღმოსავლეთით  მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით.  ნაგებია რიყის ქვით და აგურით, აფსიდის  ცენტრში  გაჭრილია აგურისთაღიანი სარკმელი,  რომლის ორივე მხარეს  სწორკუთხა ნიშებია: სამი ჩრდილოეთით და ორი სამხრეთით.  საკურთხევლის ბაქანი ერთი საფეხურით შემაღლებულია.   საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია იატაკის ქვის ფილები.  აფსიდის მხრებზე  აგურით ნაწყობი სატრიუმფო თაღი გადის. კონქიც აგურითაა ნაწყობი. აქვს ორი სწორკუთხა შემოსასვლელი  სამხრეთით და დასავლეთით.  დასავლეთის კარის თავზე და  ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში,  აფსიდის  მხრებთან ახლოს  გაჭრილია  თითო  აგურისთაღიანი  სარკმელი. დარბაზის დასავლეთის კედლის კუთხის პილასტრებს აგურით ნაწყობი ნაბჯენი თაღი ეყრდნობა. აგურითაა ნაწყობი ეკლესიის ცილინდრული კამარაც. თაღების ქუსლებთან ქვის მარტივი იმპოტებია. ეკლესია შიგნიდან შესასვლელი იყო.

    ეკლესიის ფასადებზე კარგად ჩანს ორი  საამშენებლო ფენა. კედლები მიწიდან ნატეხი ქვის სარტყლებამდე რიყის ქვითაა ნაგები, ხოლო სარტყლის შემდეგნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ამოყვანილია დიდი ზომის უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით.

    აღმოსავლეთის და დასავლეთის  ფასადებზე, სარკმლებს ზემოთ, აგურის წყობაში გამოყვანილია თითო ჯვარი. დასავლეთის ფასადზე ჯვარი კედლის სიღრმეშია, ხოლო აღმოსავლეთისაზე ამოწეულია კედლის სიბრტყიდან. ჯვრების ორივე მხარეს აგურის წყობით შექმნილია რელიეფური ზოლები. დარბაზში ხუთი საფლავი იყო. წარწერა იკითხება ორ მათგანზე. ეკლესია 1997 . აღადგინეს და ამჟამად მოქმედია. ბოლო წლებში მას ჩრ-ის და დასავლეთის მხრიდან გაუკეთეს მონაშენები, რამაც მთლიანად შეცვალა ეკლესიის პირვანდელი სახე.

      იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ზემო ავჭალის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დავთრის 1835 . ჩანაწერის მიხედვით, იოანე მახარებლის (ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველი) ეკლესიააღშენებულ არს მეცადინეობითა მრევლისათადაშენობით არის ხისა, ამგვარითავე სამრეკლოითურთ“. 1837 .  ჩანაწერით იგივე მდგომარეობაა მხოლოდ ერთი დამატებით: ეკლესიააღშენებულ არს მეცადინეობით მრევლთაითა, ხოლო ოდეს არა ცნობილ არს.”

          იოანე  ნათლისმცემლის  სახელობის  ეკლესია.









ჯერ კიდევ XIX საუკუნის ოცდაათიანი წლებისთვის ცნობილი არ იყო, როდის არის აშენებული ტაძარი. 1844 . ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ეკლესია შენობით არის ხისა, სიონურად მოყვანილი, ხის სამრეკლოთურთ. არის საკმაოდ მაგარი.

    XIX საუკუნის სამოციან წლებში ეკლესია გადაუხურავს დავით ხიდირბეგიშვილს.

    იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მცირე მოცულობის იყო და XIX -ის მიწურულში აღარ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნებებს. მოსახლეობა სურამში დადიოდა -წერდა ჟურნალიკვალი” 1897 წელს. დღის წესრიგში დადგა ახალი ეკლესიის მშენებლობის საკითხი. მშენებლობა 1907 . დაუწყიათ და 1913 . დაუმთავრებიათ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (19X14,6) ნაშენია აგურით, გუმბათი ხისაა. ეკლესიის გეგმა ტოლ-მკლავი ჯვარია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აბსიდია. მკლავების ღერძზე დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო და მაღალი შესასვლელებია. ჩრ-ის შესასვლელი  მოქმედებაში არ არის. აღმოსავლეთის  მკლავში ორი ნიში და სამი სარკმელია, ერთი აფსიდის ღერძზეა, ორი მის გვერდებზე.   ორ-ორი სარკმელია ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის კედლებში, ხოლო თორმეტიგუმბათის ყელში. საკურთხეველი ხის კანკელით არის გამოყოფილი. ხისაა პატრონიკეც. თორმეტწახნაგა გუმბათი ჯვრის მკლავების კუთხეებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა კვადრატის კუთხეებზე გადებული ხის კონსტრუქციების საშუალებით ხდება. სამხრეთის, დასავლეთის,  ჩრ-ის ფასადებზე სამ-სამი შეღრმავებაა, მათ შორის შუა რამდენიმე მაღალია და სამსაფეხურიანი ნახევარწრიული თაღით მთავრდება.

     გუმბათის სახურავი პირამიდულია. მის წვეროზე ხახვის ბოლქვის ფორმის პატარა გუმბათით დასრულებული პრიზმისებური სვეტია აღმართული (რაც რუსული ეკლესიებისთვისაა დამახასიათებელი). ნაგებობას აგურით ნაწყობი  დაკბილული გალავანი აქვს. ეკლესია შიგნიდან შეთეთრებულია, ასევე იყო გარედანაც. ამჟამად გარეთა ნალესი ჩამოშალეს და მიმდინარეობს ეკლესიის რესტავრაცია. XXI  . დასაწყისში ეკლესიას ულამაზესი გალავანი შემოავლეს. ეკლესია, რა თქმა უნდა, მოქმედია. იგი საკათედრო ტაძარს წარმოადგენს. ხაშურის კოშკი მდებარეობს ქალაქის ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნით. იგი 1959 . შემდეგ 70-80-იანი წლ. მიჯნაზე შეუკეთებიათ

 

 

            ხაშურის  კოშკი.











 კოშკი ოთხსართულიანია. ცილინდრული ფორმისაა (დიამეტრი 9 .). ნაგებია  რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 3 .  სიმაღლეზე. კარი თაღოვანია, მისი საპირები ქვიშაქვისაა. სართულები ერთმანეთს კედელში დატანებული კიბით უკავშირდება. პირველ სართულს ნიშები და 6 სათოფური აქვს. მეორე სართულზე 6 ნიშია, თითოეულში ორ-ორი სათოფური, ჩრ-ით ბუხარი და ორი სარკმელია. მესამე სართულზე 8 ნიშია, თითოეულში 2-2 სათოფური. სამხრეთით და ჩრ-ით ბუხრებია. მეოთხე სართულზე    სათოფურები და ოთხი ნისკარტა სალოდეა. აქ აივნებზე გასასვლელი სამი კარიააღ-ით, დას. და ჩრ-ით შემორჩენილია აივნების ძელების ბუდეები. კოშკის ფასადზე, შესასვლელის თავზე აგურის წყობაში ცისფერი მოჭიქული ქვებით გამოყვანილია ჩაღრმავებული ქვებით გამოყვანილია ჩაღრმავებული ჯვარი.

    რკინიგზის ეკლესია მდებარეობდა დღევანდელი რკინიგზის კულტურის სახლის მოპირდაპირე მხარეს.

    1898 . 3 ოქტომბერს, საღამოს საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე ჩამოვიდა ხაშურში და 4 ოქტომბერს დილის 8 საათიდან დაიწყო ხაშურის რკინიგზის ეკლესიის კურთხევა, რომელსაც დიდძალი ხალხი დაესწრო. ხალხი შორი სოფლებიდანაც მოაწყდაგაიმსო ეკლესია და ეზო ხალხით, რომ სრულებით ტევა აღარ იყო” -წერდა გაზეთიცნობის ფურცელი“.

    1898 . იგივე გაზეთის ცნობითხაშურის რკინიგზის ეკლესია შეაკეთეს და თან აკურთხეს”.

    უნდა ვიფიქროთ, რომ რკინიგზის ეკლესია ხაშურში 70-80-იანი  წლებიდან იყო და 90-იანი წლების შუა ხანებში მოხდა მისი გადაკეთება ან შეკეთება, რაზეც ზემოთ მოტანილი ცნობები მიგვანიშნებს. ეკლესია გუმბათიანი ყოფილა. დღეს ეკლესია მთლიანად შეცვლილია და შიგ საწყობია მოთავსებული.

    შინდარის წმ. გიორგის  ეკლესიას ბერძნების ეკლესიასაც უწოდებენ. იგი მდებარეობს ხაშურის ჩრ-დასავლეთით, შინდარის უბანში. მის ირგვლივ ძველი სასაფლაოა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა (8,3 x  4,5). ნაგებია მოწითალო ქვიშაქვით.  დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ 2,5 სიმაღლის ჩრდილოეთის კედელი. 1970 . მოსახლეობამ ჩრდილოეთის კედლის საპირე წყობის ნაწილი აღადგინა, დასავლეთით პემზაბეტონის კედელი ამოიყვანა და დარბაზის დასავლეთი  ნაწილი თუნუქის ბრტყელი სახურავით გადახურა. ეკლესიას შემოსასვლელი სამხრეთით ჰქონია. აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული საკურთხეველია. დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ორი  ორსაფეხურიანი პილასტრი, ერთიკედლის აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე დასავლეთ კედლის კუთხესთან. ჩრდილოეთის კედელზე სარკმლის კვალიც ჩანს.

    ჩვენმა ჯგუფმა მოინდომა ამ ტაძრისთვის სურათის გადაღება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და სპონსორის დახმარებით (რომელსაც არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა), შენდება საკმაოდ დიდი ზომის ეკლესია. 1970 . აღდგენილი ეკლესია დაანგრიეს, გაჭრილი და ჩასხმულია დიდი ზომის ბალავერი და ძველი ბერძნული ეკლესიის ნაშთებზე წამოიმართება ახალი, გრანდიოზული ტაძარი. ჩაფიქრებულია, რომ ეკლესია გახდება დედათა მონასტერი. მიმდებარე ერთ-ერთ სახლში უკვე ბინადრობს ბათუმიდან ჩამობრძანებული მონაზონი, რომელიც ღმერთს ავედრებს ჩვენს ქვეყანას და მოუთმენლად ელოდება ტაძრის მშენებლობის დასრულებას, რათა ღვთის სახლიდან უკეთ მიაწვდინოს ხმა ჩვენს ზეციერ მამას.

 

            წმინდა  გიორგის  სახელობის  მშენებარე  ტაძარი.









  გორათის იოანე წინასწარმეტყველის (ღვთისმეტყველის) ეკლესია მდებარეობს ხაშურის დასავლეთით, ხაშური-სურამის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს 400 მეტრში, ბორჯომისა და ბათუმის რკინიგზის განშტოებების შუაში. მის ირგვლივ სასაფლაოა. ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით (XVI-XVII )  XIX საუკუნის 80-იანი წლებისთვის ეკლესია დანგრეულია. 1881 . გაზეთიივერიაწერდა, რომ გორათზეძველი ეკლესიის ნანგრევია, მხოლოდ ცარიელი კედლებიღაა დარჩენილი და უპატრონოდ არის მიტოვებული.“

            გორათის  იოანე  ღვთისმეტყველის  სახელობის  ეკლესია










გორათის ეკლესიის შესახებ არსებობს ლეგენდა, რომელიც მის აშენებას თამარ მეფეს მიაწერს. ერთ-ერთი ვერსიით, თამარს დიდი ომი ჰქონია სურამში თათრებთან. ქართველებს გაუმარჯვიათ. ომში გამარჯვებისთვის თამარს მადლობა გადაუხდია და საჩუქრები დაურიგებია მეომრებისთვის. წარმატების აღსანიშნავად მეფეს აქ ეკლესია აუშენებია.

    ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშა ქვითა და რიყის ქვით. სამხრეთით და დასავლეთით თითო შიგნიდან შეისრულთაღიანი, გარედან არქიტრავული შესასვლელია. სწორკუთხა საკურთხეველი არ არის გამოყოფილი დარბაზისგან. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე და მის მარცხნივ შიგნიდან შეისრულთაღიანი, გარედან ოთხკუთხა ორი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელია დანარჩენ სამ კედელში. აღმოსავლეთ კედლის ქვედა ნაწილში შეისრულთაღიანი ნიშია. ეკლესიის დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომელსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღები. პილასტრებს თლილი ქვის კაპიტელები აქვს. დასავლეთის ფასადზე, შესასვლელის ღერძზე, ერთ ვერტიკალზე მონაცვლეობენ ერთნაირი ფორმის და ზომის ორი ჯვარი და ორი წრე. ზედა ჯვარი და წრეები რელიეფურია, ხოლო ქვედა ჯვარი ამოკვეთილია არქიტრავის ქვაზე და  კედლის სიბრტყეს არ სცილდება. ფასადის ფრონტონი წვერთან წაკვეთილია. აქ, სახურავზე, სამრეკლოს ფუძის ქვებია შემორჩენილი. ეკლესიას ორი ლილვის და მათ შორის შეზნექილი მრუდისგან შედგენილი ქვის დავგარდანი აქვს. ეკლესია ორსაფეხურიან საძირკველზე დგას.

    უკანასკნელ პერიოდში მას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები 2007 . გადახადეს სახურავი, რადგან ზედ ამოვიდა ხე, რომელმაც ეკლესია დააზიანა. ტაძარი ხელახლა დაიხურა. შემოავლეს ქვის გალავანი. ეკლესია შემაღლებულ ადგილზე, გორაკზე დგას, აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდება გორათი. მისი ადგილმდებარეობა ძალიან მიმზიდველია. აქედან ხაშურის ულამაზესი სანახები იშლება.

    გორათი XX -ის 20-იანი წლებიდან ცნობილია, როგორც ძმათა სასაფლაო. აქ დაიკრძალნენ სომხეთ-საქართველოს 1918 . ომში დაღუპული ხაშურელი ჯარისკაცები. შემდგომში აქვე დაკრძალეს რევოლუციონერები. მათ პატივსაცემად 1922 . ეკლესიის დასავლეთით მოზრდილი ქვის ობელისკი იქნა აგებული. აქ  დაკრძალულ რევოლუციონერთა გვარებია: . აბაიაძე, გრ. ბერძენიშვილი, . ჩადუნელი, . კორკოტაძე, . ჩაფრაძე და სხვანი.

            გორათის  ობელისკი











 ხაშური-ბორჯომის რკინიგზის გაყვანისას აქ აღმოჩენილა არაერთი  მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნივთი, ძირითადად სპილენძის ნაკეთობანი. ბოლო  პერიოდში აქ საფლავების გაჭრის დროს აღმოჩნდა ბრნჯაოს საბრძოლო და სამეურნეო იარაღი. ეს ნივთებია: ბრინჯაოს მთლიანადსხმული ყუნწიანი სატევარი, კოლხური ცული, ბრინჯაოს ქვაბი, აბზინდა, შუბისპირის ფრაგმენტი, ბრინჯაოს ღერო, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხაშურის ექსპედიციის ხელმძღვანელმა ბიძინა მურვანიძე ძვ. . 1ათასწ.  1 ნახევრით დაათარიღა. ძალზე საინტერესოა გორათზე აღმოჩენილი კოლხური ცული. იგი გრავირებულია. სატარის ორივე მხარეს გამოსახულია პირით ყუისკენ მიმართული აქტიურ პოზაში მდგარ ძაღლის ფიგურა. ცული შემკულია სპირალური ხვიებით, წიწვისებური და ირიბი ნაჭდევი ორნამენტით; ცულს მკლევარები ძვ. .VIII საუკუნით ათარიღებენ.

            კოლხური  ცული









კოლხური ცული არაერთია აღმოჩენილი ხაშურის ტერიტორიაზე. აქ უხსოვარი დროიდან ერთმანეთს ხვდებოდა აღომსავლური და დასავლური (კოლხური) კულტურები. საერთოდ, გორათის სამარხში აღმოჩენილი ნივთების  უმეტესობა, კოლხური იერის მატარებელია.

    ზემო ჭალის წმ. ნიკოლოზის ეკლესია მდებარეობს ხაშურის სამხრეთით, ჭალის უბანში, ცენტრალური საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. 1921 წლის  შემდეგ  ეკლესიაში კლუბი იყო განთავსებული. ხოლო 1958 . რკინიგზის პურის საცხობი განათავსეს  და საგრძნობლად გადააკეთეს. მას მიაშენეს სათავსოები, სამრეკლო მოანგრიეს. 1989 განთავისუფლდა შენობა, ახალგაზრდობის ინიციატივით დაიწყო მისი რესტავრაცია. ეკლესიას დაუბრუნდა პირვანდელი იერი.  იგი მოქმედი ტაძარია. ეკლესია სტილისტური ნიშნებით XIX საუკუნით თარიღდება. ეკლესიის დავთრის 1827. ჩანაწერის მიხედვით იგიაღშენებულ  არს ჩყც(1808) წელსა მეცადინეობით მრევლათათა“. ნაგებია ხით. ხისაა სამრეკლოც.

    1835. ჩანაწერი შენიშნავს, რომ ეკლესიაითხოვს განახლებას” 1844. ჩანაწერი კი გვაუწყებს , რომ ეკლესია 1837 წელს განუახლებიათ.

    XIX 60 -იანი წლების II  ნახევრიდან, ეკლესიის მღვდლის მათე სუხიევის (სუხიაშვილი) ინიციატივით დაწყებულა და 1872. დაუმთავრებიათ ზემო ჭალის წმ. ნიკოლოზის დღევანდელი ეკლესიის მშენებლობა.


          წმინდა  ნიკოლოზის  სახელობის  ეკლესია,  წმინდა  ნიკოლოზის  ხატი









ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა (16.9X8.6).     ნაგებია აგურით და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია. ორი სარკმელი სამხრეთის კედელშია, სამი ჩრდილოეთისაში. ერთი დასავლეთ კედელში. დარბაზის  გრძივ კედლებზე სამი წყვილი მარტივი პილასტრია. რომლებზეც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია პილასტრების აღმოსავლეთის  წყვილით და საბჯენი თაღით.

    აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონზე გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი.ნაგებობას თაროთი და დახრილი სიბრტყით შედგენილი ლავგარდანი  და თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.

    რესტავრაციისას აღადგინეს სამრეკლო. იგი ორსართულიანია. ორივე სართული სამ მხარეს გახსნილია ნახევარწრიული თაღებით.,რომლებიც ეკლესიის დასავლეთის კედლის ორ პილასტრსა და ორ თავისუფლად  მდგომ ბოძს ეყრდნობა. მისი პირველი სართული კარიბჭეა.მეორე ფანჩატურია.სადაც მოხვედრა შეიძლება დასავლეთის კედელში ჩატანებული კარებით.მას პირამიდული სახურავი აქვს.ეკლესია გარედან და შიგნიდან შელესილია.

    ზემო ჭალის ეკლესია ხაშურის ტაძრებს შორის გამორჩეულია იქ დაცული უნიკალური  ნივთების გამო. XIX საუკუნეში ტაძარში მოღვაწე მღვდელი სუხიევი კი გამორჩეულია ისტორიული მემკვიდრეობისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობით. ეკლესიაში ინახებოდა ვახტანგ VI-ის ასულის ანუკა ბატონიშვილის მზითვის ნაწილი. მათ შორის პარხლის ცნობილი ხელნაწერი. დასურათებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია.     ქრონოგრაფია არჩილ მეორისა, ჟამნი, ვახტანგ V-I-ის სტამბაში დაბეჭდილი ტიბიკონი. აქვე იყო დაცული ოქრომჭედლობის ნიმუში, ვერცხლის კარედი ხატი.

         ექვთიმე თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოაქვეყნა ეკლესიაში დაცული ყველა მნიშვნელოვანი ნივთი და ხელნაწერი. განსაკუთრებით ვრცელი გამოკვლევა უძღვნა X საუკუნის ძეგლს პარხლის ხელნაწერს და XVI საუკუნის ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშს, ღვთისმშობლის ვერცხლის კარედ-ხატს.

    საინტერესოა, როგორ მოხვდა პარხლის ცნობილი ხელნაწერი ზემო ჭალის ეკლესიაში. ამაზე თავად ხელნაწერის მინაწერები მოგვითხრობენ.

    პარხლის ხელნაწერი გადაუწერია გადამწერ იოანე ბერას (შატბერდის კრებულის გადამწერს). ხელნაწერს ნუსხა-ხუცური ხელით ნაწერი ანდერძი ერთვისმე ივანე ბერამან,,  მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ძმათა შატბერდელთა”.973 წელს გადაწერილ ხელნაწერს ახლავს სასტიკი წყევლა, ვინცრაითაცა მიზეზითამ წიგნს ეკლესიიდან გამოიტანდა გაჩუქების ან გაყიდვას მიზნით.

    ტაო-კლარჯეთის ოსმალთა მიერ დაპყრობის შემდეგ, ხელნაწერი ოსმალთა ნადავლი გამხდარა.

    1738 წელს ვახტანგ VI-ის სიძეს ანუკა ბატონიშვილის მეუღლეს, ვახუშტი აბაშიძეს გამოუხსნია ოსმალთა ხელიდან.მას თავისი უმცროსი შვილისთვის, მთავარდიაკონ ნიკოლოზისთვის დაუვალებია ხელნაწერის აღდგენა და განახლება. აღდგენილი ხელნაწერი ბულბულისციხის (ხაშურის რაიონშია) პატარა საყდრისთვის შეუწირავთ. მისი განახლება 1744 წელს დასრულებულა. XVIII საუკუნეში ბულბულისციხემ არაერთგზის განიცადა ლეკთა თარეში, როგორც ჩანს ხელნაწერის უკეთ დაცვის მიზნით ხელნაწერი აბაშიძეებს დაუბრუნეს. XIX საუკუნის 50-იანი წლებისთვის იგი გორში ინახებოდა ივანე აბაშიძის ოჯახში. მის მემკვიდრეებს მამა-პაპეული ქონება გაუყვიათ, გარდა საეკლესიო ნივთებისა, რადგან სწამდათ, რომ ასეთ შემთხვევაში უბედურება დატყდებოდათ თავს. ბევრი ნივთი ამ დროს უპატრონობით დაკარგულა. 1871 წელს მათე სუხიევს უკისრია დარჩენილი ნივთების და ხელნაწერების სოფელ ზემოჭალის ეკლესიაში  წამოღება. სუხიაშვილის გარდაცვალების შემდგომ ვიღაცამ ხელნაწერი გადამალა ხელის მოთბობის მიზნით.

    1922 წელს ხელნაწერი შეუძლევიათ შესაძენად გერმანიის კონსულისთვის თბილისში. მისი ღირსების და ღირებულების დასადგენად კონსულს იგი მიუტანია თბილისის უნივერსიტეტის მუზეუმში. ამ დროს იქ შემთხვევით იმყოფეფოდნენ პროფ.კორნელი კეკელიძე და აკაკი შანიძე. გამტაცებელი იძულებული გახდა ხელნაწერი უნივერსიტეტისთვის დაეთმო. იგი ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში A-1453 ნომრად.საინტერესოა აგრეთვე ღვთისმშობლის ვერცხლის კარედი ხატი, რომელიც ზემო ჭალის ეკლესიაში ინახებოდა . იგი ანუკა ბატონიშვილის მზითვიდანაა. მზითვის წიგნში მის შესახებ ნათქვამია: ”ყოვლად წმიდის ხატი,მურასად მოჭედილი ექვსის იაგუნდითა, ექვსის ნიშაბერის ფირუზითა, სამის ხოშორის მარგალიტითა.” ხატი შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილიმა. შემდგომში საზღვარგარეთ გაიტანეს. . თაყაიშვილის დასკვნით, ხატი მოუჭედავთ ოქროთი 1577-1582 წლებში. ხელოვნებათმცოდნე .საყვარელიძე მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე ამტკიცებს, რომ ხატი ოდიშის მთავრის გიორგი III დადიანის დაკვეთითაა მოჭედილი. იგი შესაძლოა ცაიშის სახელოსნოდანაა, რომელთანაც დაკავშირებულია ქართული ოქრომჭედლობის არაერთი ნიმუში. ხატის ადგილსამყოფელი დადგენილია, იგი ამერიკაში ინახება, George R.Henn-ის კოლექციაში (გამოიკვლია პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ).

    ექვთიმე თაყაიშვილმა დაგვიტოვა ზემო ჭალის ეკლესიაში დაცული ნივთების აღწერილობა: წმინდა ნიკოლოზის გულსაკიდი ვერცხლის ხატი, შემკული ძვირფასი თვლებით. ვერცხლის ფეშხუმი, მაცხოვრის  ხატი  ოქროთი  და  დაფერილი    ვერცხლის  არშიით, ბზის  ხის  ჯვარი.

    ორი რუსული ხატი:  ერთი  სამების  და  მეორე    წმ. ნიკოლოზის.  ეკლესიაში  .თაყაიშვილს  უნახავს  ოთხი    ხელნაწერი  წიგნი,  მაგრამ  მხოლოდ  ორ  მათგანზე    შეჩერდა.  ეს  არის  პარხლის  ხელნაწერი  და  სურათებიანი  სადღესასწაულო,  პარაკლიტონი  და  მარხვანის  კვირაძლები  ზადაკითა  ერთ  წიგნად. უდაოა, რომ  ხაშურის  წმ. ნიკოლოზის  სახ. ეკლესიაში  ჩვენი  ქვეყნის  უდიდესი  სიწმინდეები  იყო  დაცული.

    ჭალის  კოშკი  მდგარა  წმ. ნიკოლოზის  სახელობის  ეკლესიის  დასავლეთით. საგალანტერიო  ფაბრიკის საერთო  საცხოვრებელსა  და  მექანიკური  ქარხნის  ბინებს  შორის.  იოანე  ბატონიშვილის  კალმასობაში  ნათქვამია,  რომ  იოანე  ხელაშვილი  როცა  ზემო  ჭალაში აბაშიძესთან  მივიდა,  კოშკთან  ჩამოვიდა  ცხენიდანო.

    ჩვენს დრომდე  კოშკმა  ნანგრევების  სახით  მოაღწია.  50-იან  წლებში  იგი  მთლიანად  დაანგრიეს  და  მხოლოდ  საძირკველი  ჩანს.  ის  ისეთივე  ყოფილა,  როგორც  ხაშურის  კოშკი,  ისიც  რიყის  ქვით  ყოფილა  ნაგები.

    სახალხო  თეატრის  შენობა  1932.  ოქტომბერში  გაიხსნა  ტაბიძის    N68-ში.  (არქიტექტორი  . კალაშნიკოვი).  საზეიმო  საღამოს  ორგანიზატორი  ყოფილა  . მარჯანიშვილი,  რომელმაც  თეატრში  დადგა  . გუცკოვის  ურიელ-აკოსტა”,  . დადიანის  კაკალ  გულში  და  სხვა.

    ხაშურში  შემორჩენილია  XX-ის  დასაწყისში  აგებული  საცხოვრებელი  სახლი (სტალინის  . N93).  1954.  იგი  რეკონსტრუირებულია.  შენობა  ორსართულიანია,  ნაგებია  რიყის  ქვით  და აგურით. ქვედა სართული ნახევრად მიწაშია ჩამჯდარი. ამ სართულის დას. ნაწილი ორ მხარეს გახსნილი სათავსია, აღ-ით მარანია, ღია სათავსს ქუჩიდან აქვს შესასვლელი, დას. კედელში გაჭრილია სარკმელი და კარი. შესასვლელთან  ახლოს,  ჩრ-დასავლეთ კუთხეში ქვის ბუხარია. აღმ-კედელთან სხვადასხვა ზომის  ქვევრებია ჩაფლული. ზედა სართული ფიცრულია.სართულშუა გადახურვა  ხის კოჭებს ეყრდნობა.ამ სართულზე ორი საცხოვრებელი ოთახი და სამზარეულოა.ეზოდან ხის კიბე ადის II სართულის უკანა აივანზე, სადაცერთი კარი ოთახში შედის, მეორე სამზარეულოში. სახლის მთავარი ფასადი ქუჩაზე გადის. ზედა სართულზე ღია აივანია. მოაჯირი შემკულია ჭვირული ელემენტით. სვეტის ბოლოები მორთულია ხის დეკორატიული ელემენტებით.

    ხაშურის ცენტრში აღმართულია დიდ სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

        დიდ  სამამულო  ომში  დაღუპულთა  მემორიალი









 ომის ვეტერანთა დაჟინებული მოთხოვნით ქალაქის ცენტრალურ სკვერში მეოცე საუკუნის მიწურულს აღიმართა სტალინის ქანდაკება.


    წმინდა  ბარბარეს  სახელობის  ეკლესია,  წმინდა  ბარბარეს  ხატი









აქვე  ახლოს,  სამარადისოს  სასაფლაოს  ეზოში დასრულდა ტაძრის  მშენებლობა,  რომელიც  ილია  წინასწარმეტყველის  სახელს  ატარებს.

    1989 წლისდან მოქმედებს საქველმოქმედო საზოგადოება  ბეთანია” („ბეთანიასულხან საბესეულ ლექსიკონით განიმარტება ვითარცა სახლი სათნოებისა, ბინა დიდებისა, ბინა მორჩილებისა და მეგობრობისა).

    საზოგადოების პირველი თავმჯდომარე გახლდათ აწ. გარდაცვლილი გიორგი (ჯონი) ცინცაძე. მას ეკუთვნის ინიციატივა წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძრის აშენებისა. 1990 წლის 2 ოქტომბერს რუისურბნისის ეპარქიის იმდროინდელმა წიმანძღვარმა მეუფე ვახტანგმა აკურთხა მიწის ის მონაკვეთი, რომელზედაც ამჟამად ტაძარია აშენებული. ტაძრის წინამძღოლი მამა ილია მოგვითხრობს: „ნიშანდობლივია, რომ ადგილის კურთხევის დროს მოფრინდა ორი თეთრი მტრედი და დასხდნენ ტაძრის მშენებლობის ადგილზე, მტრედები არ მოერიდნენ ხალხს და მთელი კურთხევის მანძილზე ისხდნენ ხალხის შუაგულში. კურთხევის დამთავრებისთანავე ჩვენც დავიშალეთ და მტრედებიც გაფრინდნენ.

    ილია  წინასწარმეტყველის  სახელობის  ტაძარი.










ილია  წინასწარმეტყველის  ხატი